|
|
სტუდენტთა
შეფასების ინსტრუქცია
სასწავლო პროცესი
სასწავლო უნივერსიტეტში უმაღლესი აკადემიური განათლება მიიღება ორ
საფეხურიანი სწავლების საფუძველზე. უმაღლესი განათლების საფეხურებია:
ა) ბაკალავრიატი;
ბ)მაგისტრატურა;
სწავლა და სწავლება განიხილება ერთიან აკადემიურ პროცესთან, რაც გულისხმობს
სტუდენტის მიერ განხორციელებული სწავლისა და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ
ორგანიზებულ სწავლების პროცესს - აკადემიური პროგრამების შესაბამისად.
აკადემიური პროგრამა არის საგანმანათლებლო პარამეტრების, კომპონენტებისა და
სხვა სასწავლო ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ორიენტირებულია საკვალიფიკაციო
შედეგზე. პროგრამები ყალიბდება ყოველი საგანმანათლებლო საფეხურის სპეციფიკისა და
მიზნების გათვალისწინებით და ითვალისწინებს სავალდებულო საგნების მინიმუმს და
არჩევით კურსებს როგორც ზოგადსაუნივერსიტეტო, ისე სპეციალიზაციის ბლოკებიდან.
პროგრამის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში სასწავლო უნივერსიტეტი
უზრუნველყოფს ამ პროგრამაში ჩარიცხულ სტუდენტთა გადანაწილებას სხვა სასწავლო
პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბაკალავრის, როგორც საუნივერსიტეტო განათლების პირველი საფეხურის აკადემიური
პროგრამის მიზანია სტუდენტთა პროფესიული მომზადება და შესაბამისი სპეციალობის
თეორიული საფუძვლების სწავლება, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში სწავლის
გასაგრძელებლად ან პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად. პროგრამა მოიცავს არანაკლებ
240 კრედიტს.
სამაგისტრო აკადემიური პროგრამის მიზანია სტუდენტთა მომზადება სამეცნიერო–კვლევითი
და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლება და შეცვლა.
შესაძლებელია მაგისტრატურაში სხვა სპეციალობით სწავლის გაგრძელება. პროგრამა
მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.
აკადემიური პროგრამის ყველა დონეზე ფასდება სტუდენტის სწავლების შედეგები.
დაგროვილი კრედიტების საფუძველზე განისაზღვრება შესაბამისი კვალიფიკაცია (ხარისხი),
რაც დასტურდება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დოკუმენტით – დიპლომით ან
სერტიფიკატით, დანართთან ერთად, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას მფლობელის მიერ
განხორციელებული სწავლის ხარისხის, დონის, შინაარსისა და სტატუსის შესახებ.
სწავლების პროცესის საფუძველია აკადემიური პროგრამა, რომლის მართვა
ხორციელდება დაგროვილი კრედიტებისა და შეფასების სისტემით.
სასწავლო უნივერსიტეტში დანერგილია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების
ევროპული სისტემა ECTS.
სტუდენტის წლიური დატვირთვა შეადგენს 60 კრედიტს, ანუ 1500 საათს, საიდანაც
1 კრედიტი უდრის 25 სამუშაო საათს და მოიცავს როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ
სამუშაო დროს. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა
საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტის დასაsრულებლად და სწავლის
შედეგის მისაღწევად. კრედიტის მიღება შესაძლებელია სტუდენტის მიერ სწავლის შედეგის
მიღწევის შემდეგ დადებითი შეფასებით.
სასწავლო უნივერსიტეტი შეფასებას განიხილავს როგორც სწავლების შედეგის ხარისხის
შესახებ ინფორმაციას. შეფასების მიზანია ხარისხობრივად განისაზღვროს სტუდენტის
სწავლების შედეგები აკადემიური პროგრამის მიზნებთან და პარამეტრებთან მიმართებით.
შეფასების პრინციპებია:
გამჭვირვალობა – ინფორმაცია შეფასების მეთოდებსა და კრიტერიუმებზე ხელმისაწვდომი
უნდა იყოს ყველასათვის. სტუდენტს წლის დასაწყისშივე ეცნობება როდის და რა
კრიტერიუმებით შეფასდება მისი ცოდნა;
სისტემატიურობა - შეფასება არ არის ერთჯერადი აქტი, ის პროცესია, რომელიც
სტუდენტს გამოუმუშავებს მუდმივ მზადყოფნას გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და უნარი,
ხოლო პედაგოგს - განახორციელოს მონიტორინგი სტუდენტის ცოდნის შეძენისა და
განვითარების პროცესზე;
სამართლიანობა - სტუდენტის ცოდნის შეფასებისადმი ერთიანი სტანდარტებით მიდგომა.
შეფასების სტრუქტურა:
1. შეფასების სტრუქტურა მოიცავს მოდულის/საგნის ფარგლებში შუალედურ და
შემაჯამებელ შეფასებებს პროცენტული წილებით. ყოველი კონკრეტული შეფასება ეყრდნობა
ორივე ელემენტის ჯამურ შედეგებს.
2. შეფასების ზოგად კრიტერიუმებს შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური - კონკრეტული მოდულის/საგნის სპეციფიკიდან
გამომდინარე. შეფასების მინიმალურ დადებით ქულად ითვლება სწავლების შედეგების
საერთო მოცულობის 51 პროცენტი, ანუ 51 ქულა. სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო
პროცესი და შეფასების კონკრეტული კრიტერიუმები რეგულირდება შესაბამისი სასწავლო
პროცესის მარეგულირებელი წესებით.
სასწავლო პრაქტიკის
დებულება
|