ლინკები

 

 

 

საბაკალავრო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურა


 1. საბაკალავრო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს კვალიფიკაციათა ეროვნულ ჩარჩოს.

  2. პროგრამას უძღვება დარგის სრული პროფესორი. იმ შემთხვევაში,

თუ დარგს არ ჰყავს სრული პროფესორი, პროგრამას უძღვება ასოცირებული პროფესორი.

თუ დარგი წარმოდგენილია რამდენიმე სრული (ან რამდენიმე ასოცირებული) პროფესორით, მაშინ ისინი ერთად ქმნიან პროგრამას, ხოლო მათგან ერთ-ერთი არის კოორდინატორი მოცემული

 პროფილის აკადემიური პერსონალის საერთო შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე.

  3. პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს მოწვეულმა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირმა.

გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს აკადემიურმა საბჭომ

ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

  4. შემუშავებული პროგრამა განიხილება ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

  5.ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს,

 ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური .


  6. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები გადაეცემა უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ განთავსებას ვებ-გვერდზე.

  7. ფაკულტეტის შესაბამის პროგრამის ხელმძღვანელებსა და დეკანს ევალებათ სტუდენტების ინფორმირება სასწავლო პროგრამის შესახებ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროთ.

  8. უნივერსიტეტში სისტემატურად უნდა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.

  9. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება საბაკალავრო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტის და აკადემიური საბჭოს წინაშე.
საექთნო სკოლა-სასწავლო უნივერსიტეტი „ივერია“ ახორციელებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
 

                                  საექთნო საქმე
 

                                     ფარმაცია

 

   საბაკალავრო ნაშრომის წარდგენის და შეფასების ინსტრუქცია.