|
არასამთავრობოების განცხადება ლგბტ პირების შეკრების უფლების დარღვევაზე
|
|
|
|
პარასკევი, 18 მაისი 2012
|
|
2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ლგბტ პირების უფლებადაცველმა ორგანიზაცია ,,იდენტობამ” მოაწყო ლგბტ პირების აქცია/მსვლელობა. ,,იდენტობამ” 2012 წლის 08 მაისს მიმართა ქალაქ თბილისის მერიას გაფრთხილებით. #07/63542-7 წერილში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 17 მაისს ,,იდენტობა” გეგმავდა მსვლელობის მოწყობას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. აქცია დადგენილ დროს დაიწყო ფილარმონიის მემდებარე ტერიტორიაზე და დაიძრა დადგენილი მარშრუტით. რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მახლობლად მსვლელობას წინ გადაუდგა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და ,,წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საზოგადოების წევრები” (კონტრდემონსტრანტები). მათ აღმართეს ცოცხალი ჯაჭვი, რაც ართულებდა მსვლელობის გაგრძლებას.
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად. მმკ-ს წევრებმა გადაკეტეს, რა რუსთაველის გამზირი, არ მისცეს მარშის მონაწილეებს გაფრთხილებაში მითითებული სვლაგეზის შესაბამისად, მარშის გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც მათ დაარღვიეს ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც ავალდებულებს, მათ შორის, მოქალაქეებს, ხელი არ შეუშალოს ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვალდებული არიან ქმედითი ზომების მიღებით დააშორიშორონ აქციის მონაწილეები და კონტრდემონსტრანტები, რაც ორივე ჯგუფის მიერ, მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობას უზრუნველყოფს.
|
|
|
„ეს შენ გეხება“ ახალ საკანონმდებლო წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს აცნობს
|
|
|
|
ხუთშაბათი, 17 მაისი 2012
|
|
დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა არსებული კანონდებლობის ხარვეზებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებები დეტალურად წარმოადგინეს, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ არჩევნების დღეს პროცედურების დახვეწას, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის მედიათანაბრობას, საკაბელო არხებით საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
7 მაისს კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს ახალი საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს ორგანულ კანონში - „ საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
|
|
საია გამგებლის მოადგილის - ბესო გაზდელიანის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
|
|
|
|
სამშაბათი, 15 მაისი 2012
|
|
საია ეხმაურება სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ ვიდეომასალას , სადაც ნათლად ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანი ორთაჭალაში შეკრებილ მოქალაქეებსა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით. კადრებიდან ჩანს, რომ ჩხუბის ინიცირება ხდება სწორედ ბესო გაზდელიანის მიერ.
ვიდეომასალიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები. იმის გათვალისწინებით, რომ ცემის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, დაიწყონ გამოძიება.
საია განსაკუთრებით შეშფოთებულია ბესო გაზდელიანის ქმედებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაკეთებული განცხადებით. მერია ძირითად აქცენტს მოქალაქეთა ქმედებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მათ ,,პერსონალური შეურაცხყოფა” მიაყენეს ბესო გაზდელიანს. ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ვიდეომასალიდან მოქალაქეთა მიერ გამგებლის მოადგილისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. ერთ-ერთი მოქალაქე ბესო გაზდელიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: ,,შენი პრეზიდენტი სად იყო ... ფეხბურთის საყურებლად. პანაშვიდზე უნდა ყოფილიყო ... აი, ფეხებზე რომ გკიდიათ ყველას ... ნაციონალები რომ ხართ.” აღნიშნული გამონათქვამი შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებების საჯარო კრიტიკას. საია თბილისის მერიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა: ,,გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამონათქვამი, რომელსაც საზოგადოება ნეიტრალურად აღიქვამს, არამედ ისეთი განცხადებებიც, რომლებიც შოკისმომგვრელი, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისა ან მისი განსაზღვრული ნაწილისათვის.” გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაკუთრებით დაცულია მაშინ, როცა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებაა.
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით
|
|
|
|
სამშაბათი, 15 მაისი 2012
|
|
ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს ფონდის საქმიანობის ასოცირებას მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“.
სტატიიდან ირკვევა, რომ ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს.“
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.“
|
|
საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადება
|
|
|
|
პარასკევი, 11 მაისი 2012
|
|
2012 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით "ალია" და მსგავსი გაზეთები და "მოფაშისტო ელემენტები" მათ (ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი) "შეჭამდნენ და შუაზე გაგლეჯდნენ". სააკაშვილის აზრით, ისინი ქადაგებენ იმას, რასაც ილია "უმეცრების ფათი ფუთს" უწოდებდა. "რა თქმა უნდა ისინი მარგინალიზებულები არიან და ვერასოდეს დაუბრუნდებიან საზოგადოების მთავარ ნაწილს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი თვლის, რომ როგორიც არ უნდა იყოს ქართული მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
|
|
|