From Portfolio

temp
temp
scotch egg
temp
scotch egg

ბიბლიოთეკა

 

წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

1.1ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა სტუდენტს და თანამშრომელს;

1.2. ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის მოწმობა და შეივსოს მკითხველის ბარათი. შემდეგ კი დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს, ნებისმიერი საბიბლიოთეკო სერვისით;

1.3. ბიბლიოთეკაში მოქმედებს ანბანური კატალოგის სისტემა, აგრეთვე ფუნქციონირებს ელექტრონული კატალოგი;

1.4. წიგნებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სამკითხველო დარბაზში, ისე ხელზე გატანით (თუ საცავში ინახება არანაკლებ 2 ერთეულისა).

1.5. წიგნადი ერთეულის ხელზე გატანის ერთი ვადა განისაზღვრება 7 დღით;

1.6. იმ შემთხვევაში თუ ხელზე გატანის ერთი ვადა არ არის საკმარისი, მკითხველს შეუძლია, მიმართოსბიბლიოთეკის დირექციას;

1.7.დაუშვებელია, წიგნზე, პერიოდულ გამოცემაზე აღნიშვნების გაკეთება, გადაკეცვა, ფურცლის ამოხევა;

1.8.მოცემული დებულების III თავში განსაზღვრული დარღვევების შემთხვევაში ბიბლიოთეკის თანამშრომელი ადგენს აქტს, ხოლო ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება ამზადებს ფინანსურ სანქციას, იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო მისი აღდგენის ან ახლის შეძენისათვის. მკითხველი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილი საზღაური;

1.9.  საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, ბიბლიოთეკის თანამშრომლისა და მკითხველის მონაწილეობით უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, სადაც მინიშნებული იქნება, ერთეულის ღირებულება.

1.10. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით და დაემატება ფინანსური სანქციით დადგენილი ჯარიმა;

1.11.ერთეულის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველმა უნდა წარმოადგინოს იგივე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი წიგნი;

1.12.ბიბლიოთეკის კომპიუტერებით სარგებლობისთვის მკითხველი მიმართავს ბიბლიოთეკის თანამშრომელს, შესაბამისი მასალის მისაღებად;

1.13.იმ შემთხვევაში თუ მკითხველი არ ფლობს კომპიუტერით სარგებლობის ჩვევებს, თანამშრომელი ვალდებულია, დახმარება აღმოუჩინოს;

1.14.კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:

ტექსტის შეყვანა და რედაქტირება;

ინტერნეტით მასალების მოძიება და გამოწერა;

ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;

ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;

უნივერსიტეტის ვებგვერდით სარგებლობა;

1.15.ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მოქმედებს მოცემული დებულების III თავის მეცხრე და მეთერთმეტე პუნქტით განსაზღვრული ნორმა;

1.16. სამკითხველო დარბაზში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;

1.17.დარბაზიდან წიგნადი ერთეულის გატანა ბიბლიოთეკის თანამშრომელთან რეგისტრაციის გარეშე ჩაითვლება არამართლზომიერ ქმედებად, რისთვისაც დაისმება ამ სტუდენტის საკითხი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინაშე. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, გაატაროს საჭირო ადმინისტრაციული ზომები სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ჩათვლით;

1.18. ბიბლიოთეკა მუშაობს კვირაში 6 დღე, გარდა კვირისა. ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით 9.00-18.00. საათამდე;  შაბათს - 10.00.-16.00 საათამდე. (შესვენება 13.00. 14.00)

 

 

 

რესურსები




 

ინფორმაცია

ვებგვერდი შექმნილია: 30.01.2004;

განახლებულია: 22.12.2010

საიტის ავტორი მარინა ხიზანიშვილი

სტუმარი:

Free Web Counter

კონტაქტი

Call ტელ : (+995 32) 2187207;

Call ტელ : (+995 32) 2541540;

Callტელ/ფაქსი: (+ 995 32) 2187107;

emailელ.ფოსტა: gpstu2000@gmail.com

მისამართი

ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ვ.ჯიქიას) ქ.4;

ქ. თბილისი, საქართველო