სიახლეები
   2011-02-17
» გეპატიჟებით წიგნის პრეზენტაციაზე
ა.წ. 22 თებერვალს, სამშაბათს, 1830სთ–ზე გეპატიჟებით თიბისი გალერეაში (ქ. თბილისი, მარჯანიშვილის 7) წიგნის პრეზენტაციაზე „ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა“.
   2010-10-27
» ჩატარდა აკრედიტირებული ტრეინინგი „ბავშვთა ასაკის პაროქსიზმული მდგომარეობები“
2010 წლის 25–27 ოქტომბერს ჩატარდა აკრედიტირებული ტრეინინგი „ბავშვთა ასაკის პაროქსიზმული მდგომარეობები“ იტალიის ქ. რომის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროფიზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის დოქტორის ლ. ფუსკოს და მ. ტრივეზანოს მონაწილეობით.
   2010-10-07
» დასრულდა პროექტი „აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა და სკრნინგი საქართველოში“

2010 წლის 15 ივნისი. დასრულდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტი „აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა და სკრნინგი საქართველოში“ (2009–2010 წწ).

» სიახლეების არქივი

 

 
 
  ძიება
   
 
 
eng geo
 
 
      ასოციაციის პრეზიდენტის წერილი
ა. ლაჭყეპიანის სახ. საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია აერთიანებს პედიატრ ნევროლოგებსა და მომიჯნავე პედიატრიული ქვესპეციალობების წარმომადგენლებს. მის მიზანს წარმოადგენს პედიატრიული ნევროლოგიის განვითარების ხელშეწყობა, დღეისათვის ამ სფეროში არსებული ფაქტებზე დაფუძნებული კლინიკური და სამეცნიერო მიღწევების გავრცელება და დანერგვა, ერთიანი მიდგომების გამომუშავება და ეფექტური ქსელური კავშირის დამყარება თბილისსა და რეგიონებში მომუშავე სპეციალისტებს შორის.
 
ასოციაციის მუშაობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:
        • სპეციალისტთა უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა და ინფორმირებულობის მუდმივი ზრდა;
        • პაციენტთა და მათი ოჯახების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებისა და მისი მოსალოდნელი გამოსავლების შესახებ;
 
ასოციაციაში ამჟამად გაწევრიანებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წევრები იღებენ მუდმივ ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ. ვიმედოვნებ, ეს კავშირი დღეიდან კიდევ უფრო ეფექტური იქნება ვებ-გვერდის დახმარებით.
 
ჩვენი საზოგადოება ღიაა ყველასათვის, ვინც პედიატრიული ნევროლოგიის განვითარებით არის დაინტერესებული.
 
მედიცინის დოქტორი, პროფესორი ნ. ტატიშვილი

 

Copyright © 2008. All Rights Reserved. Created By KakhaStudio